"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას იაფასიან პიარ-ტრიუკს უწოდებს.
"ნიუსპრესთან" საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით, საქართველოში რუსი ინვესტორები არ შემოვლენ.
"საქართველოში ბიზნესის თითქმის ყველა სფერო მონოპოლიზებულია, ამიტომ, ქართველი ბიზნესმენების ნაწილი უცხოეთში გარბის. უმჯობესია, რომ ჩვენს ბიზნესმენებს შევუწყოთ ხელი, რათა მათ საქართველოში სამუშაო ადგილები შექმნან და უმუშევარი ადამიანები დაასაქმონ" ,– განაცხადა ბაღათურიამ.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გააუქმების ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილის განცხადებით, რუსმა ბიზნესმენებმა უნდა იცოდეს, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება და გადაადგილება თავისუფლად შეუძიათ.

















