logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსურ ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა რეგიონის განვითარებისთვის ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
ფინანსურ ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა რეგიონის განვითარებისთვის ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
14:08 14.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლების შეხვედრაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთახმების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით.

ხაზი გაესვა შავი ზღვის და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან სატრანზიტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის ტრანს-ატლანტიკური სატრანზიტო ქსელის საინვესტიციო გეგმის განხორციელების მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიურ მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში, დადებითი შეფასება მიეცა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში წარმოდგენილ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე განათლების სექტორის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, როგორც ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს შესაძლებლობებს, ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის და ზოგადად ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას როგორც საქართველოს ინტეგრაციის მიზნების ეფექტური განხორციელების, ასევე მთლინად რეგიონის განვითარებისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა