logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა დარსალია გერმანიის ბუნდესთაგის წევრს შეხვდა
ლაშა დარსალია გერმანიის ბუნდესთაგის წევრს შეხვდა
12:59 14.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ფედერალური მთავრობის რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებთან თანამშრომლობის კოორდინატორს დირკ ვიზეს შეხდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დღის წესრიგს და ხაზი გაუსვეს გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების დროს მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

ლაშა დარსალიამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის როლზე, ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარეობის პროცესში (2020 წლის ივლისი-დეკემბერი).

ბუნდესტაგის წევრის დაინტერესების საფუძველზე მინისტრის მოადგილემ გერმანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის პრიორიტეტულობის შენარჩუნების კუთხით.

დირკ ვიზე მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის მიერ, 2019 წლის 10 მაისს მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ცხადყოფს გერმანიის დაინტერესებას აღნიშნულ რეგიონთან მიმართებაში. დეპუტატმა დასძინა, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობაში და ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიილტვის.

ბუნდესტაგის წევრის განცხადებით, გერმანია მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა