logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროსკეპტიკურ განწყობებზე პასუხი უნდა იყოს კონკრეტული შედეგები ინტეგრაციის გზაზე
დავით ზალკალიანი: ევროსკეპტიკურ განწყობებზე პასუხი უნდა იყოს კონკრეტული შედეგები ინტეგრაციის გზაზე
19:48 13.05.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

მინისტრის განცხადებით შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პარტნიორობის შედეგები, აღინიშნა, რომ ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარტნიორი სახელმწიფოებისა და ევოკავშირის შემდგომი ურთიერთობების განვითარებაში, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ წარმატებებსა და წინსვლას, რასაც საქართველომ მიაღწია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ასოცირების შეთანხმების შესრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან რუსეთის ფედერაციისადმი მკაფიო გზავნილების არსებობის აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა ასევე 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ხაზი გაესვა, რომ ინიციატივის მომავალი და მის ფარგლებში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსა და მიზნებზე. „საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, რაც აღიარებულია პარტნიორების მხრიდან. ჩვენი სურვილია ის შედეგები, რასაც ქვეყანა აღწევს პარტნიორობის გზაზე სათანადოდ იქნას დაფასებული და ასახული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს, ჩემი მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა მკაფიო გზავნილები პარტნიორების მხრიდან ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის მისამართით, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განცხადებებსა და განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ცდილობს განავითაროს რეგიონში, უნდა იყოს ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საქართველოს, პარტნიორობაში ჩართული სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის უნიკალური ფორმატები, როგორიც არის მაღალი დონის დიალოგი და უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი და ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ გავაკეთოთ მეტი, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ფუნქციურად, ეს არის მეტი ინტეგრაცია სექტორული კუთხით, მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროექტებში და ა.შ.“ -განაცხადა ზალკალიანმა სხდომის შეფასებისას.

„,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მინისტერიალს უძღვებოდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა