logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები
ლევან ნიკოლეიშვილი: სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები
17:44 13.05.2019
ლევან ნიკოლეიშვილი „პრესა.ჯისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხარჯა.

„სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები.
გვარამიას შეტევის ახალი ვარიანტი: საქართველო (ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება) აფხაზეთს ელექტროენერგიას აძლევს იმიტომ, რომ იქ აწარმოებს კრიპტოვალიუტას! იმისთვის რომ გამდიდრდეს!

აფხაზები კი ხელს გვიწყობენ ამ საქმეში. ან არ იციან, რომ ხელს გვიწყობენ. მოკლედ, ასე თუ ისეა, ჩვენ ვაკონტროლებთ აფხაზეთს (კონტროლია, აბა, რა დენს ვაძლევთ, ბიზნესი იქ გაშალა ხელისუფლებამ, რაღა დარჩა, რამდენიმე დეტალი და...). ოღონდ ამის შესახებ არავინ არ იცოდა, სანამ „რუსთავი 2“-მა არ განაცხადა.

შემდეგი „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზიის“ ფრაზები, ალბათ, ასეთი უნდა იყოს: „არიქა, აფხაზებო, არიქა, რუსებო, გამოფხიზლდით, საქართველომ ბიზნესის ფრთები გაშალა აფხაზეთში!“ ან „ფრთხილად, ელექტროენერგიას გაძლევენ!“ ან „შეწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი ქართველებთან, სანამ ხელისუფლებაში ესენი არიან“, „დაგველოდეთ და ჩვენ რომ მოვალთ და...“ არა და, რომ იყავით, რა გააკეთეთ დაახლოებისკენ?
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნებისმიერი შეხების წერტილების გაფრთხილება და გაღრმავება! კარგი იქნება, ამ დროს ვიწრო პოლიტიკურ-ოპოზიციური მიზნების მისაღწევად თუ ამ საკითხებს არ შეეხებით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ასეთი საქმეების გაფუჭება-პროვოკაციებში ბადალი არ გყავთ. გასაგებია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ სიტუაციის არევას, შინ თუ გარეთ. გასაგებია, რომ ეს თქვენი გეგმის ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა გესმოდეთ, ყველა გეგმის წინააღმდეგ შეიძლება კონტრგეგმის დაპირისპირება, მათ შორის იმის დადგენაც, რეალურად რას ემსახურება თქვენი გეგმები („შეტევები“)“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა