logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა
დავით ზალკალიანი: საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა
09:50 13.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ბრიუსელში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები.

მისი განცხადებით საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრის თქმით საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ მიზნისკენ სვლას და სწორედ ამას ემსახურება ინიციატივა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით.

„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა განვლილი პერიოდიდან და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა, კვლავინდებურად , უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მცდელობებს და რეფორმებს, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის“-განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული იქნა საიუბილეო ხასიათის განცხადება, იქ აუცილებლად მოხდება ინიციატივის 10 წლის შეფასება და ბუნებრივია აღნიშნული იქნა მიღწეული პროგრესიც, ასევე სამომავლო პრიორიტეტები.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს და ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს და აღნიშნა, რომ საქართველო, ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის არასწორი გამოყენების შემთხვევები და იქიდან მომდინარე რისკები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა