პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში
ე.წ. ზეემკას დასახლებისა და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
აბაშიძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მაჟორიტარ დეპუტატად გახდომის შემდეგ, არსებული ვითარების უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვლას დაპირდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო და ამ პრობლემების მოგვარების მისეულ გეგმაზე ესაუბრა.
„1 ოქტომბერს ერთად გადავწყვიტავთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს და ერთად ვიცხოვრებთ წყნარ და მშვიდ ქვეყანაში“ - განაცხადა აბაშიძემ.
მოსახლეობის განცხადებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ე.წ. ზეემკას დასახლებაში ფარულად მიდის და მხოლოდ 5-6 კაცს ხვდება, რომლებიც მმართველი პარტიის კოორდინტორები არიან.
შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო ბუკლეტები და მაისურები დაურიგეს.

















