logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ
ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ
09:21 13.05.2019
“დღესვე უკვე შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დისციპლინურ წარმოებასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენი განხილვა აუცილებლად სრული კონსენსუსით დასრულდება და სრული კონსენსუსით წარვადგენთ იმ პროექტს, რომელიც იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სრული კონსენსუსის მოლოდინია იუსტიციის საბჭოს ნაწილთან დაკავშირებითაც.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბოლოო რედაქციის გასავლელად, კიდევ ერთი შეხვედრა იქნება საჭირო და თვის ბოლოს, კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

„დაგვრჩა ორი-სამი ღია საკითხი, რასთან დაკავშირებითაც დამატებით დაგვჭირდება კონსულტაციები, შემდგომი კიდევ ერთი შეხვედრა, მათ შორის, ამ საკითხზე და ამის შემდეგ უკვე დაინიცირდება თვის ბოლოსთვის საბოლოოდ, კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შეჯერებული პოზიცია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება წარმოდგენილი ამ პაკეტში. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, იყო განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ, ამ პროცესის საფუძველზე, მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა რეფორმის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი განმარტებით, დასაზუსტებელია კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის საჯაროობას უკავშირდება.



„აქ არის საუბარი ფორმულირებების დაზუსტებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე, გარკვეული დაზუსტებები შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას - ესეც აისახება შესაბამის კანონპროექტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც გვექნება დისკუსია და არის ასევე, გარკვეული საკითხები, იგივე, სკოლის ნაწილში, დისციპლინურ ნაწილში, რაზეც დამატებით გვექნება სამუშაო პროცესი, დაზუსტდება ფორმულირებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, სრული კონსენსუსით დასრულდება ეს პროცესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეფორმის საერთო და მთავარი მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება.



„ეს არის საერთო მიზანი, რომელიც გვამოძრავებდა ჩვენ, როდესაც შეიქმნა ეს სამუშაო ფორმატი. ასევე, მიზანი არის, რა თქმა უნდა, ნდობის ამაღლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, სასამართლო ხელისუფლების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ხელს შეწყობს ამ შედეგის დადგომას“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა