logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს
პრემიერმა და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს
09:42 12.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატთან, გიორგი შენგელიასა და სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებზეც მოისმინა ინფორმაცია.

ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას, სათავე ნაგებობისა და სასეირნო ბილიკების მოწყობას.

პროექტს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი" ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია.

,,ზუგდიდის სიამაყე, ბოტანიკური ბაღი, მალე რეაბილიტირებული იქნება და ზუგდიდელებს დასასვენებლად განახლებული მწვანე სივრცე ექნებათ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დადიანების კომპლექსში ფონდ ,,ქართუს" დახმარებით უკვე დასრულდა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში კი ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი" მოახდენს ეკატერინესეული სასახლის სრულ რეაბილიტაციას. ბოტანიკური ბაღის და ორივე განახლებული სასახლის კომპლექსი ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩას, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მმიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარიანი გზა, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. პროექტს საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში წელს აშენდება 10 ახალი გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას, რომლებიც წყლის და წყალარინების დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა