სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საოჯახო მედიცინის ეროვნულ
სასწავლო ცენტრში მედიკოსებთან შეხვედრაზე.
ცენტრის თანამშრომლებთან საუბრის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულ პირთა რაოდენობა 900 000 მოქალაქით გაიზრდება.
მერაბიშვილის თქმით, დაზღვევის პარალელურად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობა გაიზრდება, რასაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა შეხვდეს.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

















