logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მიგრაციის საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მიგრაციის საკითხები განიხილა
12:49 11.05.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს მიგრაციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.

​საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს არალეგალური მიგრაციის შემცირების მიმართულებით, ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. საქართველოს და საფრანგეთის მხარის ერთიანი პოზიციაა, ყველაფერი გაკეთდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის თავიდან ასაცილებლად.

რაც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს, სისტემატიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა, საქართველოდან საფრანგეთში პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, საქართველოში წლის ბოლოს მიგრაციის თემაზე კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ევროკომისარებთან: დიმიტრი აბრამოპულოსთან და ფედერიკა მოგერინისთან ბრიუსელში შეხვედრებისას განიხილა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ,,ცირკულარული მიგრაციის შესახებ" შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს ხელშეკრულება არსებობს, მათ შორის საფრანგეთთან. ამ მიმართულებით საგულისხმოა საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების გადამზადებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების საკითხები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამკურნალო მიმართულებით ჰუმანიტარული თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხი შესწავლილია და აღსანიშნავია, რომ მკურნალობის სტანდარტებსა და სამედიცინო სერვისების ღირებულებას შორის სხვაობა (ონკოლოგიური დაავადების მიმართულებით) საფრანგეთსა და საქართველოში თითქმის არ არის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა