logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბახტაძე: განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ
ბახტაძე: განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ
14:38 10.05.2019
პრემიერ-მინისტრმა დღეს სემინარის "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნისას განათლების მნიშვნელობასა და პედაგოგის პროფესიის მეტად დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განათლება ერთადერთი სწორი გზაა და ამიტომაცაა ის ეროვნული იდეა.

პრერმიერ-მინისტრის შეფასებით, განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც აღნიშნულ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის, ანუ ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვას გულისხმობს, პედაგოგთა ხელფასების ზრდასაც მოიცავს.

"ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მე დღეს მაქვს პატივი, მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი შეეხო განათლების სექტორში ობიექტურად არსებულ პრობლემებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და აღნიშნა, რომ დაანონსებული რეფორმით ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" მნიშვნელობაზე და სემინარის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე - პროექტის მხარდამჭერებს - ფრიდრიხ ებერტის ფონდს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრს.

"სწორედ განათლებაში ვხედავ ჩვენს წარმატებას, როდესაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ წარმატებებზე ვსაუბრობ. ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ჩვენს ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენ ერს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში და სწორედ ამიტომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი. პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" საქართველოს ყველა რეგიონისა და თბილისის მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების, ჩვენი თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის შესახებ. სემინარი "ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარეობს და ვფიქრობ, ესეც ნათელი გზავნილია ყველასთვის", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების კუთხით პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს თავიანთ სკოლებში ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

"წელს სასწავლო ვიზიტით კიდევ 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ლადო აფხაზავა, ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ეს პროექტი თითოეული თქვენგანისთვის იქნება შესაძლებლობა, მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზაცია. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი და საინტერესო პროფესიული გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გამოიყენებთ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში", მიმართ პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებს და მათ ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სემინარი პედაგოგებისთვის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ", "ევროპის დღეების" ფარგლებში მეექვსე წელია, რაც იმართება და წელს მასში როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლების 150 მასწავლებელი მონაწილეობს.

პროექტი პედაგოგების მიერ მთელი წლის განმავლობაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას ითვალისწინებს.

წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი 10 პედაგოგი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა