პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დღეს არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრაზე საუბარი იქნება არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებებზე, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" ცვლილებებს ითვალისიწინებს.
კუბლაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაავალა.
პავლე კუბლაშვილის თქმით, თუ არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს კანონში დაზუსტებები მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, უმრავლესობა მზად არის ამ წინადადებებზე იმსჯელოს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ კანონი მათ არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
შეხვედრა პარლამენტში დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება საარჩევნო კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია "დაკავშირებული პირის" ჩანაწერის დაზუსტებასა და კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების ანგარიშებისთვის ყადაღის დადების წესის შეცვლაზე.

















