logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა
10:40 09.05.2019
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში პირველი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრით დაასრულა.

​პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. პოლონეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.

​საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ზაფხულში გაიმართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტმა წინადადებით მიმართა პრემიერს რომ ,,თბილისის კონფერენცია", რომელიც საქართველო - პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას, მისი როლისა და დახმარების ამაღლებას ემსახურება, აეწიოს სტატუსი და სტრატეგიულ დიალოგად გადაიქცეს, ისეთივე როგორიც არსებობს ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, როგორიცაა მაგალითად, ,,დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი". პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლებელია ეს ფორმატი დამატებით პლატფორმად იყოს გამოყენებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. საქარველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა 13 ევროპული ქვეყნის მიერ 1 მაისს გაფორმებულ დეკლარაციას, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს მიეძღვნა და რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.

​მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსათვის ქუთაისში პოლონური არქეოლოგიური მისიის მოღვაწეობის მნიშვნელობა და მაღალი შეფასება მისცა მას. პოლონეთის პრემიერმა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა პოლონეთში საქართველოს წლისა და საქართველოში პოლონეთის წლის გამოცხადების შესახებ. ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების თვალსაზრისით, მხარეებმა საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნია საქართველოს როლის გაძლიერება ,,აბრეშუმის გზის" პროექტში. საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონული განვითარების საკითხებს და აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობები საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით, საქართველოსათვის საინტერესოა პოლონური გამოცდილების გაზიარება, რადგან პოლონეთში უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია.

მხარეებმა ასევე ცირკულარული მიგრაციის საკითხზეც იმსჯელეს, რომელიც არალეგალური მიგრაციის საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა