logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი შენგელია: 6 თვეა მოსახლეობას ვხვდები და კონკრეტული გეგმები ჩამომიყალიბდა, რა სჭირდება დღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას
გიორგი შენგელია: 6 თვეა მოსახლეობას ვხვდები და კონკრეტული გეგმები ჩამომიყალიბდა, რა სჭირდება დღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას
13:57 08.05.2019
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

,,6 თვეა მუნიციპალიტეტში დავინიშნე მერის პირველ მოადგილედ, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიწევდა მოსახლეობასთან შეხვედრა, ვეცნობოდი მათ პრობლემებს და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე კონკრეტული გეგმები ჩამოყალიბდა, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჩვენი ოპონენტები აპელირებენ პოპულისტურ განცხადებებზე. ისინი მხოლოდ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ - მათთან შეხვედრებით ცდილობენ ფონს გასვლას და ერიდებიან ხალხთან ურთიერთობას“ - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.



,,ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი და ხალხის გვერდში იდგეს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო - ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.



შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა.

,,სამწუხაროდ იყო გარკვეული უნდობლობის მომენტები ხალხში და კომუნიკაციის ნაკლებობა. ამ საკითხის მოგვარებას ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციით და ახლოს დგომით. მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიქნები მოსახლეობისთვის, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სოფლებში რეგულარულად ვაპირებ სიარულს, რომ ოპერატიულად, მყისიერად და შედეგიანად მოხდეს იმ საკითხების მოგვარება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს”.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა