logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს
13:55 08.05.2019
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, დღეს, 8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით განსახილველად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, საკომიტეტო განხილვის დროს პროექტთან დაკავშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.

კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ პაკეტთან ერთად, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განსახილველად, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

პროექტი კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად 2019 წლის 10 მაისი, 2019 წლის 1 ივლისი და 2020 წლის 30 მარტი განისაზღვრება.

„პერსონალურ დაცვის მონაცემთა ინსპექტორის გარდაქმნა სახელმწიფო ინსპექტორად უნდა მომხდარიყო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ასევე კონკურსიც სახელმწიფო ინსპექტორის წესით დადგენილი სახით უნდა ჩატარებულიყო 1 ივლისიდან, ჩვენ ამ ვადის გადმოწევას ვახდენთ უფრო ადრე, რომ შესაძლებელი იყოს უკვე სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი იმ ნორმების ამოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პერსონალური დაცვის ინსპექტორის სახელმწიფო ინსპექტორად გარდაქმნას და ასევე, კონკურსის ჩატარებას უკვე მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის ნორმების საფუძველზე“,-განაცხადა პროექტის წარდგენისას ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია დაინტერესდა რატომ გახდა საჭირო ვადის გადმოწევა, როგორ მოხდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა და ხომ არ არის პროცესში რაიმე სახის შეფერხება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის სრულად ამოქმედებას, ძალაშია 1 ივლისიდან. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ქვემდებარეობის გათვალისწინებით მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასთან და არის მზაობა, რომ მოხდეს შესაბამისი საფინანსო საკითხების აკუმულირება იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნას. შესაბამისად, კანონი დადგენილ ვადაში სრულად ამოქმედდება.
ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ტექნიკური ცვლილების განხორციელების აუცილებლობა: „თუ ჩვენ დღეს ავირჩევთ ინსპექტორს, დღეს არსებული კანონით უნდა ავირჩიოთ ისევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მაშინ, როდესაც ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ამოქმედდეს. ვადები სრულად არის დაცული. ეს ცვლილება ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ არ შეიქმნას ასეთი უხერხულობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამ კანონის ძალაში შესვლისთვის. კანონი შეეხება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იყო საზოგადოებაში მსჯელობა. ეს არის მექანიზმი, რომელმაც უნდა შეისწავლოს, გამოიძიოს სხვადასხვა ტიპის შემთხვევები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან არსებული საკითხების ან გადაცდომების გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მექანიზმი როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასევე, სამართლებრივი, მართლმსაჯულების პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

რიგგარეშე სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა