logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს
15:42 07.05.2019
პოლონეთში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა.

პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.

მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება.

მხარეებმა პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 100 წლის იუბილეზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ეს თარიღი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველო - პოლონეთის მყარ, სტაბილურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა.

ხაზი გაესვა პოლონეთის როლის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდეს და არ იყოს განზოგადებული მიდგომები, ხელი შეეწყოს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. მაგალითად, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში, სადაც საქართველოს არ სჭირდება დამატებითი ძალისხმევა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ.

მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ცირკულარული მიგრაციის საკითხს, რომელიც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგულარულ მიგრაციას, რაც თავისთავად, არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრის საფუძველია.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას.

საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება.

როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 2019 - 2020 წლებში, პოლონეთის საელჩო საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას ასრულებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობის საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა