logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთი მოინახულეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთი მოინახულეს
10:27 07.05.2019
პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, კობა კობალაძემ, გია ბენაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლომიამ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატებმა ენგურის ხიდი, სოფლები ორსანტია, ხურჩა, საბერიო და დარჩელი მოინახულეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.



„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პუნქტები, რაც დღეს მოვინახულეთ, ყველაფერი დროებითია. ცივილიზაციას და ბუნებრივ წესრიგს ვერ გაექცევა ვერანაირი იმპერიალიზმი და მათ შორის, ვერც რუსეთი. ჩვენსა და ჩვენს თანამოქალაქე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაფერი საერთო გვაქვს - მიწა, გეოგრაფია, სამშობლო, ურთიერთობები, ტრადიციები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ოკუპაცია ყველას შეგვეხო, რადგან რუსეთს თავისი ვიწრო ინტერესი აქვს, რომელიც იმპერიალისტურ ძალას ემსახურება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.



სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასვლელთან დეპუტატებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი მოინახულეს.



„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა და სიმკაცრე. ასევე ვაკეთებთ ყველაფერ იმისთვის რომ დადგინდეს ჩვენი თანამოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გარემოებები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ. რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, დეპუტატის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონახულება და შესწავლა, მომავალშიც გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა