logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ენმ-მ თავისი მმართველობის პერიოდში სტადიონის გასხვისება “ოცნებას” დააბრალა – რა მოხდა მარნეულში
ენმ-მ თავისი მმართველობის პერიოდში სტადიონის გასხვისება “ოცნებას” დააბრალა – რა მოხდა მარნეულში
09:22 07.05.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, აგილ მუსტაფაევი ადგილობრივმა მერიამ ტყუილში ამხილა. საქმე სოფელ კუსჩუს სტადიონს ეხება. რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედრა და მათთან ერთად საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ პრეტენზია სტადიონის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოხატეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სათამაშო მოედანი მათგან ფარულად გაიყიდა და მომხდარში მმართველი გუნდი დაადანაშაულეს.

თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ სტადიონი, არა “ოცნების” არამედ ენმ-ს მმართველობის პერიოდში, 2010 წელს გასხვისდა, რასაც “კვირას” მიერ მოპოვებული დოკუმენტაციაც ადასტურებს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ სპორტული მოედნის მიწა არაერთხელ გასხვისდა და ბევრი მეპატრონე გამოიცვალა, თუმცა პირველად ის სწორედ 2010 წელს სოფელ კასუმლოს მკვიდრმა, გადირ ისმაილოვმა შეიძინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლაშა ლობჯანიძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები თემით სპეკულირებენ, თუმცა დაავიწყდათ, რომ მიწა სწორედ ყოფილი ხელისუფლების პირობებში გაიყიდა:

“სოფელ კუსჩუს მოსახლეობა მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებდა, რომელიც, როგორც თვითონ თქვეს და მერე ჩვენც გადავამოწმეთ, თავის დროზე, საერთო სარგებლობის ტერიტორიად გამოიყენებოდა. გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცადნენ, ეს თემა წინ წამოეწიათ, მათ უბრალოდ დაავიწყდათ, რომ ეს მიწა 2009 წელს, კონკრეტული მიზნობრიობით, შემდგომში გასხვისების მიზნით, დაირეგისტრირა სახელმწიფომ და ტერიტორიის გასხვისება 2010 წელს მოხდა. მე ხელში მაქვს, დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ის 2010 წელს ეკონომიკის სახელმწიფომ გაასხვისა და ადგილობრივ მოსახლეობას ამის შესახებ აზრი არც ჰკითხა”, – ამბობს ლომჯარიძე.

თუმცა, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, ზურაბ მელიქიშვილი უარყოფს ფაქტს, რომ სტადიონი სწორედ მისი ხელისუფებაში ყოფნის პერიოდში გასხვისდა:
“როდესაც საუბარი საერთო სარგებლობის მიწაზეა, სტადიონი ვისაც არ უნდა გაეყიდა, ეკონომიკის სამინისტროს, თუ ადგილობრივ თვითმმართველობას, აქ ადგილობრივი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო. რადგან იქ სტადიონი არსებობდა, რომელსაც ადგილობრივები მოიხმარდნენ, ბუნებრივია, მათ უნდა მიეცათ გასხვისებაზე თანხმობა, ჩვენ მოსახლეობა დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიით უკვე 2016 წლიდან ვეღარ სარგებლობდნენ. დავინტერესდით, იყო თუ არა ეს საკითხი შეთანხმებული სოფლის საბჭოსთან და აღმოჩნდა, რომ მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, მაშინ, როდესაც მესაკუთრემ სპორტული მოედანი შემოღობა”, – განაცხადა მელიქიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “კვირამ” კომენტარი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატსაც სთხოვა. ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ სოფელ კუსჩუში პირადად ჩასვლას და ადგილობრივი მოსახლეობის სწორ ინფორმირებას აპირებს.

“როგორც ყოველთვის,” ნაციონალური მოძრაობა” თავის პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს, აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების, ამომრჩევლების მოტყუებას, მინდა გითხრათ, რომ კუსჩუში მიწა და სტადიონი გაყიდული და გასხვისებული იყო ენმ-ს მმართველობის დროს. ძალიან ცუდია, რომ ისინი ცდილობენ და აგრძელებენ მოსახლეობის დეზინფორმირებას. მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ამიტომ, ვაპირებ, ჩავიდე ადგილზე, ავუხსნა მოსახლეობას და ვანახო ეს დოკუმენტაცია.

ძალიან მიკვირს, მელიქიშვილი, რომელიც იმ ხელისუფლების პერიოდში მაღალ თანამდებობაზე იყო, როგორ ჩადის და ასეთ დეზინფორმაციას რატომ ავრცელებს. დღეს ოპოზიცია ყველანაირი გზით ცდილობს ხმების მოპარვას, რაც არ არის პირველი შემთხვევა, ეს მათი სამუშაო სტილია”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა