logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზესტაფონის მერია: ლევან ხაბეიშვილმა იცრუა, “ენმ” "გამწარებული" მუშების თემით სპეკულირებს
ზესტაფონის მერია: ლევან ხაბეიშვილმა იცრუა, “ენმ” "გამწარებული" მუშების თემით სპეკულირებს
09:18 07.05.2019
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ზესტაფონის ცენტრალური მოედნის ვიდეო გაავრცელა. “ენმ-ის” წევრის თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან მუშები მათ მიერვე დაგებულ ქვაფენილს, რადგან ხელფასი არ გადაუხადეს.

“გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და “ქართული ოცნების” ოფისის წინ. გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები”, – აღნიშნული იყო ხაბეიშვილის “ფეისბუქსტატუსში”.

აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად “კვირა” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით მაღრაძეს დაუკავშირდა.

როგორც ირკვევა, სკვერის ის ნაწილი, სადაც ფილაქანია აყრილი, მერიამ გადაწყვიტა, რომ მწვანე საფარით შეცვალოს.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ოპოზიციას რაიმე ბრალდებების წაყენებამდე ფაქტები გადაემოწმებინა.
“ლევან ხაბეიშვილის მიერ ყოფილა ეს კადრები გავრცელებული და კარგი იქნებოდა, გადაემოწმებინათ, სინამდვილეში რა ხდება. ეს არის “ნაცმოძრაობის” ხელწერა. თუმცა სიმართლე სულ სხვაა. საუბარია 2 ლოკაციაზე – პირველი არის ვიდეო, რომელიც შეეხება ცენტრალურ მოედანს, სადაც მუშები ფილაქანს ყრიან. ეს ფილები მათ ჩვენ ავაყრევინეთ, რადგან ის უხარისხო და პროექტთან შეუსაბამო იყო. აქ მომუშავე კომპანიასთან კი მერიამ რამდენიმე დღის წინ საერთოდ გაწყვიტა ხელშეკრულება, რადგან მან, გადავადების მიუხედავად, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

ხოლო რაც შეეხება საკათედრო ტაძრის წინ მდებარე სკვერის ნაწილს, სადაც ფილებია აყრილი – ეს, ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებაა. ის მთლიანად უნდა ავიღოთ და მწვანე საფარით ჩავანაცვლოთ, რასაც ჩვენი კეთილმოწყობის სამსახური გააკეთებს და მასზე დამატებითი თანხები არ გამოიყოფა”, – განაცხადა დავით მაღრაძემ და დაამატა, რომ იგივე სახის რეკონსტრუქცია აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარდება.

“კვირამ” ცენტრალურ მოედანზე მომუშავე ფირმა ,,ნიკარემსტროსთან” დაკავშირება სცადა. სამუშაოების მწარმოებელმა, ზაზა ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ ფილები ცენტრალურ მოედანზე სწორედ იმის გამო აყარეს, რომ ის მონიტორინგის სამსახურმა დაიწუნა.
“ხელფასების ნაწილ თანამშრომლებს სრულად აქვს აღებული, ნაწილს კი – სანახევროდ. თუმცა ინფორმაცია, რომ მუშებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, უხელფასობის გამო აყარეს ფილები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვადასტურებ, რომ ფილების ხარისხი დაგვიწუნეს. პროექტში მოცემული იყო ზომა 10 X 10 X 10, ზოგი აღმოჩნდა დეფექტიანი და აგვაყრევინეს. ეს არის სინამდვილე”, – განაცხადა ზაზა ჩუბინიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა