logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ელჩმა ლიეტუვის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ლიეტუვის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
16:11 06.05.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, შედგა ელჩის შეხვედრა ლეიტუვის პრეზიდენტთან.



შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებულ გამორჩეულ მეგობრობასა და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს.



საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი და მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ხაზი გაესვა თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.



დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ საჭიროა გაგრძელდეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ეკონომიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.



საქართველოს ელჩმა აღინიშნა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს გამორჩეულ პარტნიორს და საქართველო მიისწრაფის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისაკენ ყველა მიმართულებით. ლევან ღვაჩლიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ მიმართებით ლიეტუვის აქტიური პოზიციისათვის. ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარედაინტერესებულია ლიეტუვის რესპუბლიკასთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საკითხებზე.



შეხვედრის დასასრულს, ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა