logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნაზე განგაში ატეხეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დღეს მათ ყველაზე ლეგიტიმური უფლება აქვთ, ამ თემაზე იხმაურონ
ზაალ ანჯაფარიძე: ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნაზე განგაში ატეხეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დღეს მათ ყველაზე ლეგიტიმური უფლება აქვთ, ამ თემაზე იხმაურონ
09:43 04.05.2019
ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებსა და თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს. კანონის ოპონენტები და უპირველეს ყოვლისა "ქ/ოცნები"-დან გასული დეპუტატები ხალხზე აპელირებას აპირებენ.

რატომ ვერ და არ ირწმუნებს საზოგადოება "ქ/ოცნების" დისიდენტთა მოტივაციას და გულწრფელობას მოსამართლეებთან მიმართებაში?! რატომ ვერ შეძლებენ ისინი ფართო საზოგადოებრივი პროტესტის აგორებას ამ თემაზე? იმიტომ, რომ საზოგადოებას დიდი ალბათობით გაუჩნდება ის კითხვა, რასაც ეს დისიდენტები ერთ დროს თავად უსვამდნენ ოპონენტებს: "სად იყავი და რატომ დუმდი მაშინ?"

გარკვეული დრო დავუთმე ამ საკითხის შესწავლას და ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოგიყვანთ. 2017 წლის 11 მაისს მიხეილ ჩინჩალაძე (სასამართლოს "კლანის" ერთ ერთი ლიდერი) უვადოდ(!!) დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ

http://liberali.ge/…/tbilisis-saapelatsio-sasamartlos-tavmj…


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სისტემაში ფლობს ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებს.


"ქ/ოცნების" არცერთ (!!) დეპუტატს, მათ შორის "დისიდენტებს," რბილი პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ ამის გამო. საჯარო სივრცეში არათუ ამ ამ ამბავზე არ იძებნება მათი განცხადებები, არამედ საერთოდ სასამართლო სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციაზეც კი არ დაუძრავთ სიტყვა 2018 წლის დეკემბრამდე. ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნაზე განგაში ატეხეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დღეს მათ ყველაზე ლეგიტიმური უფლება აქვთ ამ თემაზე იხმაურონ.

რატომ არ იღებდნენ ხმას "დისიდენტები"? სავარაუდოდ არ ეთმობოდათ ის უჩვეულოდ დიდი კომფორტის ზონა, რომელშიც აღმოჩნდნენ. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ დათმეს ეს კომფორტის ზონა ეხლა? დიდი ალბათობით ეს უკავშირდება დედა-პარტიასა და მათ შორის წარმოშობილ სხვა ტიპის სერიოზულ უთანხმოებებს. თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ გვიან გაეხსნათ გონი. ან მიხვდნენ (შეიძლება მიახვედრეს), რომ 2020 წელს "ქ/ოცნების" რჩეულებში მათი ადგილი აღარ იქნებოდა", - წერს ანჯაფარიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა