logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ მეტრეველი: ეკა ბესელიავ, გედევან ფოფხაძევ, ზვიად კვაჭანტირაძევ, ლევან გოგიჩაიშვილო, ვატო შაქარიშვილო - 2017 წლიდან მიხეილ ჩინჩალაძე ამ თანამდებობაზე რომ არის, აქამდე არ იცოდით?!
ნიკოლოზ მეტრეველი: ეკა ბესელიავ, გედევან ფოფხაძევ, ზვიად კვაჭანტირაძევ, ლევან გოგიჩაიშვილო, ვატო შაქარიშვილო - 2017 წლიდან მიხეილ ჩინჩალაძე ამ თანამდებობაზე რომ არის, აქამდე არ იცოდით?!
09:36 04.05.2019
ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

"2017 წლის 29 მაისს მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 2017 წლის 11 მაისს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. მიხეილ ჩინჩალაძის ჯერ უვადო მოსამართლედ გამწესებას, ხოლო მოგვიანებით მის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას დღეს "მართლმსაჯულებაზე მოტირალი" შავოსანი პოლიტიკოსები არამხოლოდ დუმილით შეხვდნენ, არამედ სასამართლო რეფორმის რომელიღაც ტალღის მიქცევით და მოქცევით ტკბებოდნენ. მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იდგა, მაშინ მათთვის ყველაფერი მისაღები იყო. ვინ, თუ არა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რას ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობა და რაც მთავარია ამ სასამართლოს თავმჯდომარეობა. ამაზე მოგვიანებით.

ჩვენს სამხრეთულ ქვეყანაში სახალხო სამართალშეგნება ვერ იტანს პროცესუალურ რუტინას. ჩვენ ხანგრძლივი სასამართლო პროცესების არც ლოდინის რესურსი გვაქვს არც ინტერესი. ჩვენ მყისიერი შურისგება გვიყვარს. ამიტომაც სისხლის სამართალწარმოებაში ე.წ წინასწარი პატიმრობის როგორც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეფარდება დამნაშავის დასჯის თუ დაუსჯელობის ინდიკატორია. სამოქალაქო სამართლაწარმოებაში წინასწარიპატიმრობის ანალოგიაა - ყადაღა. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ: თუ არ დაიჭირე ან არ დააყადაღე - ესე იგი სამართალი არ აღსრულდა. ეს რა თქმა უნდა ზედაპირული შეხედულებაა. ასეთივე ზედაპირულია მოსახლეობის აღქმა სასამართლო სისტემის და მისი იერარქიულობის მიმართ. ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ბევრი დავა სააპელაციო სასამართლოში მთავრდება და ის საერთოდ ვერ ხვდება უზენაეს სასამართლოში, მაგ. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო დავებისათვის საბოლოო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა. ასევე სააპელაციო სასამართლოში მთავრდება წინასწარი პატიმრობისა და ყადაღის საქმეების განხილვა და აღნიშნული საქმეები საკასაციო სასამართლომდე საერთოდ არ ადის.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე სასამართლო სისტემაში ფლობს ყველაზე მაღალ სოციალურ, პოლიტიკური და სამართლებრივ ბერკეტებს.
მიხეილ ჩინჩალაძის დაწინაურება მისი დღევანდელი უფლებამოსილებების გათვალისწინებით შეუძლებელიც კია, ის უზენაეს სასამართლოში გადასვლით შეიძლება მხოლოდ დაქვეითდეს.

ჰოდა პატივცემულნო, ქალბატონო ეკა ბესელია, ბატონო გედევან ფოფხაძე, ბატონო ზვიად კვაჭანტირაძე, ბატონო ლევან გოგიჩაიშვილო, ბატონო ვატო შაქარიშვილო, ეს კაცი 2017 წლიდან ამ თანამდებობაზე, ამ უფლებამოსილებებით, რომ არის აქამდე არ იცოდით? თუ ბიძინა ივანიშვილის ფრთას შეფარებულები კომფორტის ზონაში, რომ იყავით ვერ ხედავდით და კომფორტის ზონიდან გამოსულებმა ახლა შეამჩნიეთ", - წერს მეტრეველი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა