logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის დღეები 2019 იწყება
ევროპის დღეები 2019 იწყება
16:00 03.05.2019
5 მაისს საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ევროპის დღეები ოფიციალურად დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ევროპის დღეები წელს მეშვიდედ აღინიშნება.
ევროპის დღეების დაწყებასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ პრესკონფერენცია გამართა.

"Ⴑაქართველოში უკვე მეშვიდედ აღინიშნება ევროპის დღეები, რომელსაც ატარებს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წლევანდელი ევროპის დღეები, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით, რადგან საქართველოს რეგიონებში გვექნება ძალიან ინტენსიური დაფარვა, საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ქსელები გაფართოვდა, ამჟამად გვაქვს 10 რეგიონული წარმომადგენლობა. შესაბამისად, ღონისძიებების უმრავლესობა ჩატარდება სწორედ რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, შესაბამისად, ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც გააკეთებს აქცენტს რომ სხვადასხვა ღონისძიებებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს ამ 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უვიზო მიმოსვლა და ა.შ.", - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.

ევროპის დღეების ფარგლებში წელს უკვე მეექვსედ მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. სემინარს დაესწრება საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 150 მასწავლებელი. გამოვლინდებიან წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი პედაგოგები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზი.

აგრეთვე ევროპის დღეების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სემინარი: ევროპა - ისტორიული არჩევანი, რომელსაც, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები (120 მონაწილე) დაესწრებიან.

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს: ფართო საზოგადოება, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. გაიმართება მრავალი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიება.

მიმდინარე წელს, ევროპის დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა