logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს შეხვდა
09:06 01.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა და თომას მაირ-ჰარტინგმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილე და მის ფარგლებში, 13-14 მაისს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილი მინისტერიალი და უმაღლესი დონის კონფერენცია. ისაუბრეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობასა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების საქმეში ევროკავშირის ჩართულობის საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

ევროკავშირის ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, თომას მაირ-ჰარტინგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში (28 მაისი - 2 აპრილი) ხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა