logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა
მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა
16:18 30.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს უმასპინძლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ქვეყანა ამ კურსის ერთგულია.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა