logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გახსნა
15:28 30.04.2019
„ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების მნიშვნელობის, ასევე, განვლილ 20 წელიწადში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.



ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო თარიღის პარლამენტში აღნიშვნა სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მისი თქმით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე მიგვიყვანა.

„დღეს საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით, რომლის პოლიტიკურ სისტემასა და ინსტიტუტებს საფუძველს უმაგრებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აგებული კონსტიტუცია. არაერთხელ გვითქვამს და უნდა გავიმეოროთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების საფუძველი დემოკრატიაა, ხოლო დემოკრატიას სამართლის უზენაესობა და მყარი კონსტიტუციური საძირკველი განაპირობებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო.



„რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“



ევროპელობა ჩვენთვის ნიშნავს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებას და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

„ევროპელობა“ საქართველოს მოსახლეობისათვის დღემდე გაიგივებულია არა მხოლოდ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ სიახლოვესთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებებთან. ამ ღირებულებებიდან დემოკრატია და თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და მათი დაცვისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ევროპის საბჭო გახლდათ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მიერ არჩეული გზა - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი-მხარდაჭერილია როგორც პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლების, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებამ ძლიერი სტიმული მისცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დაჩქარებას.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვაში, ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა.



„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე - ევროპის საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს“,- აღნიშნა მან.



მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წევრობა უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის საბჭომ საქართველოში დემოკრატიული ნორმების გამყარებაში ღირებულებითი ორიენტირის ფუნქცია შეასრულა.

„ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირველივე დღიდან, ჩვენს საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია განუყოფელი მცნებებია და სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც დემოკრატიული მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგებოდა, ჩვენი ხალხი იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას და ახალ სტიმულს აძლევდა დემოკრატიული პრაქტიკის განვითარებას ქვეყანაში.



2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ მოგვცა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რის მნიშვნელოვანი ეტაპიც იყო შარშანდელი საკონსტიტუციო რეფორმა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მმართველი გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, მისივე შეფასებით, მათ გარეშე, დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფო შესაქმნელად დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელი პირობებია.



„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ღირებულებები ქართველი ერის ისტორიული და არა მხოლოდ დღევანდელი არჩევანია. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც იმ პრინციპებზე და ღირებულებებზე დგას, რომლებიც ასი წლის წინ, საქართველოს პირველი პარლამენტის მოწვევისას გამოიკვეთა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალისხმევას საქართველოს თავისუფლების განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქართული დემოკრატიის შეუქცევადი განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მოჰყვება. ეს არის ის მიზნები, რითაც არის ნაკარნახევი თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, ხოლო ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გამყარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა