პროექტის „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
რეგიონში შეხვედრებს იწყებს.
დღეს, თელავში სასტუმრო „ძველ თელავში“, მრგვალი მაგიდა გაიმართება და საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიულ გზებსა და გადასახადებისგან თავის არიდებისას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხებზე გაიმართება მსჯელობა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.

















