logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარე: ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს
პარლამენტის თავმჯდომარე: ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს
16:05 25.04.2019
"ყველა ფორმატი გამოიყენება, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ყურადღება ოკუპაციის პრობლემასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების შეფასებებს.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ოპონენტთა განცხადებასაც, რომ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთაშორისო სანქციების პაკეტში შესულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული აქტივობები და შესაბამისი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა ლიეტუვამ. "ასევე, გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ძალიან კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქტიურობთ მაქსიმალურად. ამ აქტიურობაში არის ჩართული როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატებში",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მხარეს, საერთო მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი აქტიურობისკენ მოუწოდებს. " ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, ამიტომ დამტკიცდა სწორედ ორპარტიული სახით შესაბამისი რეზოლუცია, არა მარტო ეს რეზოლუცია, არამედ საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუცია, რომ ვთანხმდებით ჩვენს საერთო ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ნაცვლად ასეთი საუბრისა, ალბათ, ჯობია, რომ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ და აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ერთობლივ აქტივობებზე და თანამშრომლობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება პროცესი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა