logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს
მამუკა მდინარაძე: ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს
15:55 25.04.2019
,,როგორც კი გასაჩივრების უფლება არსებობს,  ერთვება უზენაესი  სასამართლოს კონკრეტული რგოლი. სამკაციანი შემადგენლობა უზენაეს სასამარეთლოში წყვეტს იმ საკითხს, რამდენად კანონიერად გადაწყვიტა იუსტიციის საბჭომ ესა თუ ის საკითხი, ანუ გამოდის, რომ დამატებითი რგოლი, გარდა იუსტიციის საბჭოსი ერთვება ამ პროცესში, რაც კონსტიტუციაში ჩვენ არსად არ გვიწერია, საერთოდ ერთი სიტყვაც კი, ერთი ფრაზაც კი  არ არის კონსტიტუციაში ნათქვამი, რაიმე დამატებითი რგოლის ან გასაჩივრების შესახებ. გამოდის რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ამ სისტემაში სადაც მთავარი აქტორები არიან ერთის მხრივ იუსტიციის საბჭო და მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტი უნდა გამოჩნდეს მესამე მონაწილე ამ პროცესისა, რომელიც კონსტიტუციაში არ წერია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ადამიანი, მოსამართლეობის კანდიდატი სწორად შეარჩია თუ არა იუსტიციის საბჭომ პარლამენტში წარსადგენად”, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება რეკომენდაციას, ვერ გაითვალისწინეს და რომელიც გულისხმობს კანდიდატის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებას,  ამასთან დაკავშირებით  ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ  იგი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.

,,ვენეციის კომისიას ჰქონდა ოთხი ძირითადი რეკომენდაცია და მნიშვნელოვანია ეს იცოდეს საზოგადოებამ, რადგან გაბნეულად მიდის ინფორმაციები. პირველი რეკომედაცია ეხებოდა გამოცდას, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ. მეორე რეკომენდაცია ეხებოდა ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ და კანდიდატი - თუ ამავდროულად არის იუსტიციის  საბჭოს წევრი, მას აღარ აქვს უფლება გასაუბრებაშიც კი მიიღოს მონაწილეობა და ყველა პროცედურიდან გამორიცხულია. იგი ვერ  მონაწილეობს ვერაფერში - ვერც გასაუბრებაში, ვერც კენჭისყრაში, ვერც საბოლოო კენჭისყრაში. მესამე იყო ასაკი - 30 წელი, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია და 5-წლიანი გამოცდილება შეიძლება ყოფილიყო ცოტა, მაგრამ საქართველოში არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და არც ერთ სუბიექტს, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში იღებდა მონაწილეობას  - ეს საკითხი აღარ დაუსვამს დღის წესრიგში. საყოველთაო კონსესუსია მიღწეული ასაკთან დაკავშირებით, ამაზე არავინ არ დავობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ყურადღება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე გაამახვილა  და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გათვალისწინებულია.

,, ჩვენ გვექნება პოზიტიური კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმას,  რომ „ევროპული საქართველოს“ და ნაციონალური მოძრაობის განშტოებების სუბიექტური მიზნები და ინტერესები არ გავიდეს და არ გააჩერონ სასამართლო როგორც ამასაც ცდილობენ. უზენაესში 5 ათასზე მეტი საქმეა, რომელიც ჯერ არ განხილულა,  იმიტომ რომ მოსამართლე ძალიან ცოტაა, ათი ათასობით ადამიანი ელოდება მართლმსაჯუკლების განხორციელებას, რასაც ვერ ასწრებენ. ეს ყველაფერი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ჩვენ  პოზიტიურ კანონს მივიღებთ“, -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა