logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას
15:56 25.04.2019
„ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ მივიღოთ ყველა ზომა ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც ქვეყანა განსაკუთრებულად უფრთხილდება.

„ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაბამისი ვალდებულებები შევასრულოთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. გვაქვს ასევე, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მეც, როდესაც მაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე გამოწვევებზე ამ მიმართულებით“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს ხელისუფლება, რათა უვიზო მიმოსვლა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საუბარი სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა.

„მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ იმისათვის, რომ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და შესაბამისად, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, უნდა დავიცვათ მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგმება” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა