logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივიცა დაჩიჩს შეხვდა
პრეზიდენტი სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივიცა დაჩიჩს შეხვდა
13:00 25.04.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი მიიღო.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სერბეთი ყოველთვის, ყველა დონეზე, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას ორმაგი სტანდარტი აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია კოსოვოსთან მიმართებაში უცვლელია და საქართველო მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან და პირადად გაეცნოს არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერბ სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ბოლო პერიოდში ადამიანების გატაცებების ფაქტებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუფერხებლად, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საჭიროა, ჟენევის ფორმატმა უფრო მაღალი დონის პოლიტიკური სახე მიიღოს.

მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა