logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა
მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა
12:13 25.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა, რომ სერბეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური კავშირების განვითარება და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას, ასევე გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა