logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს
დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს
10:45 25.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებაა.

„დაცული ტერიტორიების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება სამინისტროა, თუმცა მმართველობა კომპლექსურია. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბჭოს ძირითადი საქმიანობა კონკრეტულ საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადებაა. ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება გათვალისწინებული“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს. პაატა შანშიაშვილი დაცული ტერიტორიების საქართველოში მსოფლიო კომისიას (IUCN-WCPA) „ფოკალ ფოინთი“ ხელმძღვანელობს და აშშ-ში დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული უწყებების საერთაშორისო პროგრამების მრჩეველია. ის უშუალოდ იყო ჩართული დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების სისტემის შემუშავებაში.

სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა