logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:28 24.04.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან და უახლეს განვითარებებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება მომავალში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი და ამ კუთხით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

შეხვედრისას ლაშა დარსალიამ მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორიო საზოგადოების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

მუდმივმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა