logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნინო ბურჯნაძე - საზოგადოება კატეგორიულიდ მოითხოვს და ელის ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას
ნინო ბურჯნაძე - საზოგადოება კატეგორიულიდ მოითხოვს და ელის ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას
15:16 09.08.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე, მზად არიან პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები.
„მიუხედავად ჩვენი მზადყოფნისა, პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არჩევნებს ბოიკოტს ვუხცხადებთ“-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ 1 ოქტომბერს არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
„დღეს ოპოზიციის და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში დაამარცხოს არსებული რეჟიმი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას და უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ხელი არ შევუწყოთ ოპოზიციური ფლანგის მიერ ერთმანეთისთვის ხმების წართმევას“-განაცხადა“ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
დღესვე ბურჯანაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა - აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირონ არსებული რეჟიმის დამარცხებას.
„საქართველოს მოქალაქემ დღევანდელი რეჟიმის პირობებში, საკუთარი უსაფრთხოებისა და რისკის ფასად ხმა უნდა მისცეს რეალურ ოპოზიციას, ამიტომ, საზოგადოება კატეგორიულიდ მოითხოვს და ელის ამ ხმების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას“-განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და უცხოელი დამკვირვებლების მისამართით განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებში მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ და მათ დროულად უნდა მისცენ შეფასება კონკრეტულ დარღვევებს და არა რამდენიმე თვის შემდეგ გამოაქვეყნონ ისინი თავის დასკვნებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა