logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ განცხადება
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ განცხადება
15:00 09.08.2012
პოლიტიკურმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.
„ნიუსპრესი“ „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანონით დღეისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა განაცხადი ჩვენი პარტიის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების შესახებ, შესაბამისად რამდენიმე დღის წინ მოგვენიჭა საარჩევნო ნომერი.
„დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი გახლავთ N8.
პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა მიერ შეგროვებულ იქნა 35 ათასამდე მეტი ხელმოწერა. შესაბამისად, „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით და ვიქნებით თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისათვის, თუმც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებული რეალობა სხვაგვარია.

საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა უმძიმესი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება. ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიტიზირებული პოლიცია და „ზონდერბრიგადები“, მოსახლეობის მუდმივი დატერორება და დაშინება, პოლიტიკური კონკურენტების დევნა, მართული მედიასაშუალებებით ტყუილისა და ცილისწამების პროპაგანდა რეალური ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, ობიექტური მედიასაშუალებებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა, ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა, დარეკეტებული ბიზნესი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისათვის - ეს არის ქვეყანაში შექმნილი რეალური წინასაარჩევნო გარემო და ცხადია ასეთ გარემოში შეუძლებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
დიახ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დიდი ხანია დაწყებული აქვს. მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების პერიოდული გამოქვეყნებით ახლა მიმდინარეობს მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინასწარი შეგუება ნაციონალური მოძრაობის „გარდაუვალ გამარჯვებასთან“. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ პროგნოზი იმის შესახებ, რომ არსებული ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და შესაბამისად არ დაუშვებს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი ამჯერადაც მართლდება, რასაც პრეზიდენტის ბოლო დროინდელი გამონათქვამებიც ადასტურებს. პრეზიდენტისა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებების გარანტი ყოფილიყო, ცდილობს შეინარჩუნოს და გაამყაროს მის მიერ შექმნილი მოდერნიზებული ბოლშევიზმი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი გზა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაა. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების უმრავლესობით მოსვლა და სისტემური ცვლილებების უზრუნვეყოფა ავტოკრატული რეჟიმის მძვიდობიანი დემონტაჟის მიზნით. სწორედ ამ შედეგს ელის დღეს საქართველოს მოსახლეობის, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და მეგობარ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი.
ჩვენი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით. ამიტომ, არაერთხელ გამოვედით საჯაროდ ამ ინიციატივით. გამარჯვებისათვის აუცილებელი ერთობის მისაღწევად ჩვენმა პარტიამ, რომელმაც ყველაზე მძიმე და უსამართლო ტერორი გადაიტანა, უარიც კი განაცხადა საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე. სამწუხაროდ ერთიანი ფრონტის შექმნის იდეამ გამოხმაურება და განხორციელება ვერ ჰპოვა. საზოგადოების მოთხოვნა იყო ერთობა, ან როგორც მინიმუმ ერთმანეთისათვის ხელის შეშლაზე უარის თქმა. ერთობა ვერ შედგა. ოპოზიციამ ასევე ვერ მოახერხა შეთანხმება ელემენტარულ კოორდინირებულ მოქმედებებზე, რათა ორი ფრონტით მაინც გვებრძოლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომ არ დაკარგულიყო არც ერთი ოპოზიციური ხმა.
მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიციის და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში დაამარცხოს არსებული რეჟიმი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას. ჩვენ ამ ეტაპზეც უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა არ შევუწყოთ ხელი ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისათვის ხმების წართმევას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,
აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს. მით უფრო არ გულისხმობს „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ ბრძოლის შეწყვეტას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ 1 ოქტომბერს აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ არსებული რეჟიმის დამარცხებას. არ მისცენ ხელისუფლებას საკუთარი პასიურობით ხმებით მანიპულირების საშუალება. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ხალხის მოთხოვნა და მოლოდინი. საქართველოს მოქალაქემ დღევანდელი რეჟიმის პირობებში საკუთარი უსაფრთხოებისა და რისკის ფასად უნდა მისცეს ხმა რეალურ ოპოზიციას. ამიტომ საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს და ელის ამ ხმების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას.
ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უცხოელ დამკვირვებლებს: მათ ამ არჩევნებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად მიეცეს შეფასება კონკრეტულ დარღვევებს და არა რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ წარმატებას უსურვებს რეალურ ოპოზიციას პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა