კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის ვიქტორ დოლიძის სახელფასო ბარათი „ლიბერთი ბანკში“ დაბლოკილია.
როგორც „ნიუსპრესს“ დოლიძემ განუცხადა, ამის შესახებ მან გუშინ ბანკში მისვლისას შეიტყო.
მისი თქმით, ბანკში განუცხადეს, რომ საქმე ტექნიკური სახის ხარვეზთან აქვთ, თუმცა, დოლიძე ამ ფაქტს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
დოლიძის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას საბანკო ოპერაციების განხორციელება არ შეუძლია.
„საბანკო ტერორი, რომლის შესახებ კოალიციას ინფორმაცია ჰქონდა და ხორციელდება კიდეც. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო აკორდი“ - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია დაბლოკილია თუ არა საკრებულოში კოალიციის სხვა ლიდერების ანგარიშებიც.

















