logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მონიტორინგის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა
„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მონიტორინგის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა
13:40 09.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დღეს სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მონიტორინგის პირველადი მონაცემები წარმოადგინეს.
როგორც გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა განაცხადა, გურჯაანის რაიონში სოფლების დაახლოებით 70% აღწერილია.
მისი თქმით, უმძიმესი სურათია, კერძოდ, ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლების აღდგენა შეუძლებელია, ხოლო ბაღ-ვენახი სრულად არის განადგურებული.
ამასთან, მისივე თქმით, ოჯახების ზარალი საშუალოდ 8-დან 10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.
„სოფელი განადგურებისკენ მიდის, ამიტომ ამ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ მოსახლეობას რეალური ფინანსური დახმარება გაუწიოს“-განაცხადა ბერიკაშვილმა.
როგორც თელავის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა აღნიშნა, მონიტორინგის შედეგად,რომელმაც ამ ეტაპზე 1500-მდე ოჯახი მოიცვა, გამოავლინა, რომ თელავში თითო ოჯახის ზარალი საშუალოდ 3000 ლარს აღწევს, ხოლო სოფლებში 8-10 ათასი ლარია.
მისივე თქმით, მოსახლეობას ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ აქვს.
რაც შეეხება ყვარლის რაიონს, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ძირითადად გავაზი და ბალღოჯიანი დაზარალდნენ, სადაც მიწის მაღალი მოსავლიანობიდან გამომდინარე, ოჯახების ზარალი 10 ათას ლარს აღემატება.
მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებენ, რომ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიყენებული ზარალის ადეკვატური კომპენსაცია მიიღოს.
როგორც „ქართული ოცნების“ კახეთის კოორდინატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით ეუბნებიან, თუმცა, მისივე თქმით, ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ხელისუფლება იძულებული ხდება მას დაეხმაროს.
რაც შეეხება რთველს, ქადაგიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ეს პროცესი სამაგალითო იყოს, ერთი კილოგრამი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარი უნდა იყოს, ხოლო თუ ღვინის ქარხანა ამ ფასის გადახდას ვერ ახერხებს, განსხვავება სახელმწიფომ უნდა დაფაროს.
მისივე თქმით, ივანიშვილი მზად არის ამ პროცესში ფინანსური დახმარება გაწიოს.
კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები მონიტორინგს კიდევ ერთი კვირა გააგრძელებენ, რის შემდეგაც შედეგები გაანალიზდება და შეჯამდება.
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციოდ ხელისუფლება ოჯახზე მაქსიმუმ 1500-მდე ლარის გამოყოფას გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა