logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოსდაცვითი სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის ახალი პროექტი დაიწყო
გარემოსდაცვითი სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის ახალი პროექტი დაიწყო
18:05 18.04.2019
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას საქართველოში. აღნიშნული პროექტის სახელწოდებაა „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად“.

პროექტის გახსნის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი პროექტის „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად’’ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში მხარდაჭერისთვის.

“ევროკავშირი აძლიერებს თავის მხარდაჭერას საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალი პროექტი გულისხმობს გარემოს დაცვის, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების გატარებას. პროექტი ითვალისწინებს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გარემო პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო პირობების უზრუნველყოფის კუთხით”- განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, აღნიშნული პროექტის მიზანს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტი 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს და ითვალისწინებს შემდეგ ქმედებებს:
• გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას;
• საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის შემუშავებას;
• შესაძლებლობათა გაძლიერებას ასოცირების შესახებ შეთანხმების აქროლადი ორგანული ნაერთების (VOCs, აონ-ები) დირექტივების ვალდებულებების აღსრულებისა და ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული დებულებების განხორციელებისთვის;
• ზურმუხტის ქსელის განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის (NBMS) ინდიკატორების დანერგვას;
• ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებების განხორციელებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ხატია წილოსანმა ახალი პროექტის „მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების განსახორციელებლად’’ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროკავშირის და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში მხარდაჭერისთვის.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებას აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), ნაკრესი - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების და შესაბამისი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა