„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს
იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“ - ეს განცხადება ,,ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია უზენაეს სასამართლოსთან დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლეს.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

















