logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა
14:19 17.04.2019
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც, ბახტაძის შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები და ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ამერიკულ კომპანიების ინტერესის ზრდას და ორმხრივი ვაჭრობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება გაიზარდა. ხაზი გაესვა ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემის რეფორმას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან კონგრესმენ დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით, თბილისს 15 აპრილს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან - თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი, კონგრესის წევრი დინა ტიტუსი, კონგრესმენი მაიკლ კონევეი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, კონგრესმენი ადრიან სმიტი, კონგრესის წევრი ბარბარა ლი და კონგრესის წევრი ტერი სიუელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა