logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება
სალომე ზურაბიშვილი: კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება
14:16 17.04.2019
საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პირველია დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფორმების დღიდან, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა პროგრესირებს. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის.

,,მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი და პირველად, 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ვეწვიე საქართველოს. მოგვეცა შანსი, რომ განვიხილოთ, რა სახის ურთიერთობა გვექნება და როგორ განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნიკოს ანასტასიადისიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.

,,ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანდებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მის აქტივობებს, რომელიც წინ უძღოდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს მონიტორინგს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობა, დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს. შეხვედრისას განიხილეს ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი და სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კვიპროსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ანასტასიადისი სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და პირადად მათგან მიიღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო და კვიპროსი პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნები არიან. ორივეს ტერიტორიული პრობლემები აქვს და ორივე სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა. ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, კი, საქართველოს ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობიანი გზა ესახება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას: ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო -კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. კვიპროსის მხრიდან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნეოფიტოს კონსტანტინუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჯორჯ სტავრინუ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა