logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: აშშ არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
ირაკლი სესიაშვილი: აშშ არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
16:52 16.04.2019
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები - ირაკლი ბერაია, ირაკლი აბესაძე და კობა კობალაძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური თანხვედრა ზოგადად რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურობის თვალსაზრისით. მადლობელი ვართ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ყოველდღიურ რეჟიმში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ექსპერტები ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის თავდაცვის აღმშენებლობის პროცესში, ამასთანავე, ვიღებთ ფინანსურ მხარდაჭერასაც“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას განაპირობებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით იქნა მიღწეული. „მხედველობაში მაქვს ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა. ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე, ჩვენი ჯარისკაცების მომზადებაზე. ჩვენ გვაქვს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკელები გვეხმარებიან, რომ მოვამზადოთ 24 000 სამხედრო მოსამსახურე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის პროგრამით“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თუმცა მისი თქმით, მთავარი მაინც არის ის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში თვალსაჩინო და მკაფიოა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. „მოლოდინები გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა