logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
16:10 16.04.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ასევე, საშინაო პოლიტიკა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც აშშ-ის კონგრესის დელეგაციისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას ისაუბრეს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დოკუმენტი მიიღო. განსხვავებით წინა შეხვედრებისგან კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩატარდება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ვინაიდან, მათი განცხადებით, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამიტომ ისეთ ტრადიციულ თემებთან ერთად, როგორც არის ჩვენი უსაფრთხოება და ნატო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ, შიდა საკითხებს - დემოკრატიას, არჩევნებისთვის მზადებას და იმ პერსპექტივას თუ როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2020 წელს. ყველა ჩვენს მეგობარს ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის აუცილებელია, არჩევნების შედეგი ასახავდეს ხალხის განწყობას. ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიაში. დემოკრატიულ არჩევნებს ჰყავდეს გამარჯვებული ის, ვისაც მხარს უჭერს ხალხი“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონგრესმენებთან შეხვედრისას განიხილეს ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს დგას.

„ეს არის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა. ჩვენი გზავნილი კონგრესის წევრებთან იყო ძალიან ნათელი. საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების გზით.
ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი, ყველა გამოწვევაზე, რომელიც დღეს დგას ქვეყანაში - რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამერიკულმა მხარემ ძალიან ყურადღებით მოისმინა ის გამოწვევები, რომელიც დღეს საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ამერიკის კონგრესში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია იქ აისახოს სწორედ, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა. ამის იმედი გვაქვს, დღევანდელი დელეგაციისაგან, რადგან ეს დელეგაცია არის დაკომპლექტებული იმ ხალხისგან, რომელიც წლების მანძილზე, სწორედ, საქართველოში დემოკრატიულ პროცესს უჭერდა მხარს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაში, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, სალომე სამადაშვილი, გიგა ბოკერია და გიორგი ლომია მონაწილეობდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა