logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა საიმედო და მომავალზე ორიენტირებულია
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა საიმედო და მომავალზე ორიენტირებულია
12:23 16.04.2019
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა არამარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც ემყარება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიულ დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი დევიდ პრაისი ხელმძღვანელობს, საქართველოში იმყოფება. კონგრესმენებმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრით დაიწყეს.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღეს არის. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის არსებულ თანამშრომლობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე.

განხილვის ერთერთი მთავარი თემა საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტის როლი იყო. საუბარი, ასევე, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას შეეხო და აღინიშნა, რომ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და კონგრესმენებმა - დევიდ პრაისმა და ვერნ ბუქენანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი მხარდამჭერი იყო და დღესაც არის ამერიკის შეერთებული შტატები. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა.

"ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან სტაბილურობითა და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუციები და განცხადებები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ, შევძლებთ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეგვიქმნის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

"საქართველოში თავს შინ ვგრძნობთ ჩვენს კოლეგებთან, რომლებთანაც ვიზიარებთ დემოკრატიისკენ მისწრაფებას. საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კიდევ უფრო ნათელია, რომ პარლამენტი არის ხელისუფლების პირველი შტო და მოწინავე უწყება ხალხის ჩართულობისა და ხალხის ოცნებებისა და მისწრაფებების რეალობად გადასაქცევად, პოლიტიკის შექმნის კუთხით.

კონგრესში ბევრი დებატი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დებატები დემოკრატიის მიმართ ერთგულებისა და საქართველოს მიმართ ჩვენი აღტაცების შესახებ. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ",- განაცხადა კონგრესის წევრმა.

"ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ქართველი ხალხის სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია, ერთობლივად ვიმუშაოთ, ორპარტიულ საფუძველზე, მმართველობის კუთხით. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სპიკერმა აღნიშნა, რომ ძლიერი პარლამენტი ძლიერი დემოკრატიაა, რასაც სრულად ვიზიარებ", - განაცხადა კონგრესმენმა ვერნ ბიუქენანმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა