logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
10:27 16.04.2019
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება 3 სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ უკვე მიიღო განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

„კანონმდებლობისა და ზემოაღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს - წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისათვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკსა და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

„8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი. ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს; ზემოაღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც შემდეგი რიგითი ნომრები წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით განესაზღვრათ:

№33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
№9 – „თავისუფალი საქართველო”;
№40 – „სახალხო პარტია”;
№24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”;
№21 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;
№35 – „გირჩი”;
№38 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”;
№13 – საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”;
№39 – „ქრისტიან-კონსერვატორები”;
საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი:
№1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;
№2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”;
№4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”;
№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „ტრადიციონალისტები”;
№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”;
№27 – „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”;
№28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”;
№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”;
№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა