logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა
18:48 15.04.2019
საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, რაც საქართველოსა და რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტას მოემსახურება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" იდეის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და რუმინეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა