logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალისთვის ველოდებით
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალისთვის ველოდებით
13:55 15.04.2019
„ხვალისთვის ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.



ირაკლი კობახიძემ პროცესის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ორი კვირის წინ სურდა, რადგან უზენაეს სასამართლოში სირთულეებია.



„დღეს არის სულ 10 მოსამართლე, ივნისში იქნება 8 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება მხოლოდ ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს ეყოლება თითო მოსამართლე, რაც კონკრეტულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. საბოლოო ჯამში, ეს კონკრეტული პრობლემები დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან. მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტ ხანს დარჩენა წინასაწარ პატიმრობაში, ან, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენას და მაგალითად, გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას და ა.შ. ბუნებრივია, ათასობით ადამიანის ბედი, ამ კუთხით, პრობლემის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ, თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი გრაფიკი. ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება. გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არა უგვიანეს, 19 აპრილისა, მიიღებოდა კანონპროექტი, რაც მისაღები აღმოჩნდა ვენეციის კომისიისთვის და ისინი დაგვთანხმდნენ სამშაბათისთვის, ანუ ხვალისთვის, საკუთარი დასკვნის წარმოდგენას იმისათვის, რომ ამ რეკომენდაციების პლენარულ განხილვამდე საკმარისი დრო გვქონდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი არა მხოლოდ შესაბამისობაშია სამართლებრივ პროცედურებთან, არამედ ასჯერ აღემატება მინიმალურ სამართლებრივ სტანდარტს.



„მოლოდინი ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, არის, ბუნებრივია, ძალიან პოზიტიური და ძალიან ოპტიმისტური. იმიტომ, რომ ვენეციის კომისია წარმოადგენს თავის ექსპერტულ დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. მარტივად რომ ავიღოთ, მარტო ის რომ ეწეროს კანონპროექტში, რომ იუსტიციის საბჭო წარმოადგენს, ანუ მანამდე რაც იყო, წარმოადგენს საბჭო და ამტკიცებს პარლამენტი, ასეთი რეგულაციები არის ძალიან ბევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების კანონში. მარტო ესეც რომ ეწეროს, მთლიანად იქნებოდა ეს ყველაფერი თავსებადი სამართლის პრინციპებთან. ჩვენ გავაკეთეთ ამაზე ასჯერ მეტი. ამაზე ასჯერ მეტზე ვენეციის კომისია, თავისთავად, იტყვის, რომ ასჯერ უკეთესი თუ არა, 50-ჯერ უკეთესი მაინც არის მინიმალურ სტანდარტზე. ანუ, არა მარტო შესაბამისობაშია სამართლებრივ პროცედურებთან ის პროცედურა, რომელიც არის ჩვენს მიერ შედგენილი, არამედ, არის 100-ჯერ უკეთესი, ვიდრე მინიმალური სამართლებრივი სტანდარტი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოხსენებით მიმართოს.



„სახალხო დამცველის მონაწილეობას კანონშემოქმედებით პროცესში რეგლამენტი ამ სახით არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს შეუძლებელია. რეგლამენტის თანახმად, გამოდის მომხსენებელი, რომელიც უნდა იყოს დეპუტატი ამ შემთხვევაში, გამოდის თანამომხსენებელი, ასევე დეპუტატი და გამოდიან საპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლები. სახალხო დამცველის მონაწილეობას არანაირი ფორმით არ ითვალისწინებს რეგლამენტი”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა