logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: ის, რომ სააკაშვილის სისტემა მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, განსაკუთრებით თვალსაჩინო 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას გახდა
გია ვოლსკი: ის, რომ სააკაშვილის სისტემა მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, განსაკუთრებით თვალსაჩინო 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას გახდა
13:53 15.04.2019
„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია -ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია.

დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტიურად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.

საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკურითვალსაზრისით.

დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თამჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიებისპოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების დაგაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“-განაცხადა ვოლსკიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა